ანალიტიკა / გამოძიება

რა სამუშაოები ჩატარდება ერთი წლის განმავლობაში “ახალბაღში”

გორის კულტურისა და დასვენების პარკში “ახალბაღი” ერთი წლის განმავლობაში სარეაბილიტაციო სამუშაოებია დაგეგმილი. სწორედ ამ მიზნით, პარკის ტერიტორია 15 ივლისიდან მოქალაქეებისთვის დაიკეტა.

მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში კომპანიამ შპს “Award” გაიმარჯვა და სამუშაოები 8 950 000 ლარად უნდა შეასრულოს.

პროექტის მიხედვით გათვალისწინებული სამუშაოები:

  • შესასვლელი კოლონადის რეაბილიტაცია;
  • შადრევნების რეაბილიტაციას;
  • გარე ღობის რეაბილიტაცია;
  • ადმინისტრაციული და სასაწყობე შენობის რეაბილიტაცია.
  • პავილიონი #1 – ის (ყოფილი კაფე – ,,ოდესა‘‘) რეაბილიტაცია;
  • პავილიონი #2 – ის (ყოფილი ტირი) რეაბილიტაცია;
  • არსებული ერთსართულიანი საპირფარეშოს ნაგებობის რეაბილიტაცია;
  • საბავშვო აქტივობისა და სპორტული აქტივობის ბაქნების მოწყობა;
  • დასასვენებელი ბაქნებისა და მათზე მდგომი ფანჩატურების მოწყობა;
  • ამფითეატრის რეაბილიტაცია;
  • არსებული ავტოდრომის რეაბილიტაცია;
  • ზოოპარკის სავალი ნაწილებისა და ღობის მოწყობა;
  • არსებული ბიუსტისა და ქანდაკების რეაბილიტაცია;
  • ხელოვნურ ტბაზე არსებული ნაგებობების რეაბილიტაცია;
  • ხელოვნური ტბის მკვებავი რ/ბ-ის არხისა და ნაპირსამაგრი რ/ბ-ის ფილების რეაბილიტაცია;
  • არსებული სპორტულ-სატრენაჟორო მოედნის რეაბილოიტაცია;
  • ახალი საფეხმავლო დამაკავშირებელი ბილიკების მოწყობა.

პროექტი ასევე გულისხმობს აღნიშნული ტერიტორიიის კეთილმოწყობას – საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობას, გარე განათებას, საპარკე სკამებისა და ნაგვის ურნების განთავსებას, სათამაშო და სპორტულ ბაქნებზე შესაბამისი ფურნიტურის განთავსებას.

განსაზღვრულია სარეაბილიტაციო პავოლიონების უზრუნველყოფა ვენტილაციის, გათბობა-გაგრილების, ელექტრო და წყალმომარაგება – კანალიზაციის სისტემებით. პროექტი ასევე ითვალისწინებს ახალი ველობილიკისა და ტერიტორიაზე სამანქანე შემოსასვლელის ბოლარდის მოწყობას.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.