ახალი ამბები

გორში, ცენტრალურ ქუჩაზე ტრიფონ გამსახურდიას ძეგლი დაიდგმება 

გორში, სტალინის გამზირზე, ცენტრალური აფთიაქის მიმდებარედ, ტრიფონ გამსახურდიას ძეგლი დაიდგმება. 

სამუშაოებისთვის გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი გამოაცხადა.

პროექტის მიხედვით, აფთიაქის წინ განთავსდება სკამი, რომელზეც იქნება ტრიფონ გამსახურდიას მჯდომარე ფიგურა, რომელსაც ერთ ხელში უკავია რეცეპტი და მეორეში დამზადებული წამალი, რაც გადმოსცემს მის მთავარ საქმიანობას. 

გადმოცემით, იგი ხშირად აფთიაქის წინ იჯდა სკამზე და ელოდა დახმარებისთვის მიმავალ ადამიანს. სკამზე დატანილია ძველი აფთიაქის ლოგო, ასევე სკამის გვერდით განთავსებულია მემორიალური დაფა ტრიფონ გამსახურდიას დემოგრაფიული მონაცემებით.

ინფორმაციისთვის, ტრიფონ გამსახურდია მოღვაწეობდა იმ პერიოდში, როდესაც მედიცინა დიდად არ იყო განვითარებული. მისი შედგენილი რეცეპტებით ბევრი ადამიანი განიკურნა და ბევრსაც სიცოცხლე შეუნარჩუნდა. ამ რეცეპტებს დღესაც ფართოდ იყენებენ სამკურნალოდ.  მის სახელს უკავშირდება გორის ცენტრალური აფთიაქის დაარსება. მინიჭებული აქვს გორის საპატიო მოქალაქის წოდება.

დატოვეთ კომენტარი