ახალი ამბები

გორში ყოფილი საავადმყოფოს შენობა გაიყიდა

გორში ყოფილი საავადმყოფოს შენობა 716 100 ლარად გაიყიდა.

გორის მერიამ შენობა აუქციონზე რამდენჯერმე გაიტანა, თუმცა მისი ყიდვით ბოლო დრომდე არავინ დაინტერესდა და საწყისი ფასი, რომელიც 930 000 ლარი იყო,  716 100 ლარამდე შემცირდა. უწყებაში მყიდველის ვინაობას არ ასახელებენ.

“ჯერ თავს შევიკავებთ მყიდველის ვინაობის გამხელისგან, რადგან ხელშეკრულება ჯერ არ გაგვიფორმებია” , – აცხადებენ მერიაში.

აუქციონის პირობების თანახმად, მყიდველმა პრივატიზებიდან 1 წლის ვადაში, შენობა უნდა დაანგრიოს და მაქსიმუმ 4 წლის ვადაში, მიწის ნაკვეთი გააშენიანოს და აშენებული ობიექტი ექსპლოატაციაში მიიღოს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2019 წლიდან.