ახალი ამბები

გორის ახალ საკრებულოს 3 მაჟორიტარი – ქალაქიდან, 9 კი სოფლიდან ეყოლება

მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 40-ის ნაცვლად 36 წევრი ეყოლება. აქედან 24 პროპორციული წესით იქნება არჩეული, ნაცვლად 15-ისა, დანარჩენი 12 კი ადმინიტრაციული ერთეულის მაჟორიტარი იქნება.

3 მაჟორიატრული ოლქი ქალაქში იმუშავებს, 9 კი სოფლად.

პირველი მაჟორიტრული ოლქი 9 საარჩევნო უბანს გააერთიენებს, მე-2 მაჟორიტარული ოლქი -13-ს, მე-3 კი 10 საარჩევნო უბანს.

ხოლო სოფლად, ადმინისტრაციული ერთეულები, რომლებსაც თითო-თითო მაჟორიტარი ეყოლებათ, შემდეგნაირად გაერთიანდა:

  • ოლქი #4: ვარიანი, ნიქოზი, შინდისი
  • ოლქი #5: კარალეთი
  • ოლქი #6: ახალუბანი, მეჯვრისხევი
  • ოლქი #7: ტყვიავი, ძევერა
  • ოლქი #8: დიცი, მერეთი,ტირძნისი
  • ოლქი #9: ატენი, ბოშური, ქვახვრელი, ხიდისთავი, მღებრიანი,საყავრე
  • ოლქი #10: ზეღდულეთი, შავშვები
  • ოლქი #11: ტინისხიდი, სკრა
  • ოლქი #12: ბერბუკი
დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

გვანცა დოლუაშვილი

გვანცა არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" დირექტორი და მთავარი რედაქტორი.