ახალი ამბები

“ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბს გორში თემურ ხუბულური უხელმძღვანელებს

“ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბს გორში თემურ ხუბულური უხელმძღვანელებს.

რადიო “მოზაიკას” ინფორმაციით, გადაწყვეტილება მმართველი პარტიას უკვე მიღებული აქვს.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი სპორტსმენი და პარლამენტარი რეგიონის გუბერნატორმა საკუთარ მოადგილედაც დანიშნა.

ინფორმაციისათვის, თემურ ხუბულური აქტიურად იყო ჩართული გიორგი ხოჯევანიშვილის წინასაარჩევნო კამპანიაშიც.

გავრცელებული ინფორმაციით, “ქართული ოცნება” გორის მერობის კანდიდატადაც სპორტსმენს, ოლიმპიურ ჩემპიონთა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის წარადგენს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.