ახალი ამბები

ქორდში არმაზ და მიშა ჯალაბაძეების ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორდში, არმაზ და მიშა ჯალაბაძეების ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი 31 ივლისს გაიმართება.

როგორც ცნობილია, ტურნირს გორელი ბიზნესმენი გივი ჯალაბაძე აფინანსებს. საპრიზო ფონდი 12 000 დოლარს შეადგენს. გამარჯვებულები 4 წონით კატეგორიაში (60 კგ;70 კგ; 80 კგ; 90 კგ)  გამოვლინდებიან.

პირველ ადგილზე გასული მიიღებს 1000$-ს მეორეზე 500$-ს და მესამეზე 300 დოლარს, ხოლო აბსოლიტურ წონაში გამარჯვებულს გადაეცემა 2000 დოლარი.

არმაზ და მიხეილ ჯალაბაძეები გორელი მოჭიდავეები იყვნენ. მათი სახელობის ტურნირი სოფელ ქორდში თითქმის ყოველწლიურად იმართება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2019 წლიდან.