ახალი ამბები

მშვიდობის მშენებლობასა და თანასწორობაზე დევნილ ახალგაზრდებთან შეხვედრები იწყება

მშვიდობის მშენებლობა, ბულინგი, სტერეოტიპები, თანასწორობის პრინციპები, განათლების სახეები – ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რომელთა შესახებ შავშვების დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ ახალგაზრდებთან შეხვედრები მოეწყობა.

ამ საკითხების განხილვას ამავე დასახლებაში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი, ნინი ოთინაშვილი გაუძღვება, რომელმაც სპეციალური ტრენინგ-კურსი გაიარა, 14-დან 22 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის ცნობიერების დონის ამაღლებისა და ინფორმაციის გაზიარების კუთხით. მისი აზრით, ახალგაზრდები პროექტში ჩართვის შედეგად, მიიღებენ საჭირო ცოდნას, იმისთვის, რომ თემში ცვლილებების განხორციელებას ხელი შეუწყონ.

პროგრამა მოიცავდა ისეთ ინოვაციურ პროგრამას, რომლის გამოყენებაც მრავალმხრივ არის შესაძლებელი. აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობა ვფიქრობ დამეხმარება შავშვების დევნილთა დასახლებაში არსებული ახალგაზრდული კლუბის განვითარებაში. ახალგაზრდების განვითარებაში ხელშეწყობა ვფიქრობ ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი უნდა იყოს, რათა მოხდეს რეგიონების გაძლიერება და ინოვაციური პროგრამების დანერგვა”, – ამბობს ნინი ოთინაშვილი.

პროგრამას (Grassrooting Youth Work) ორგანიზაცია “ამბრელა” ევროპის საბჭოს ევროპული ახალგაზრდული ფონდის (EYF) მხარდაჭერით ახორციელებს, რომლის ფარგლებში 17 დან 35 წკლამდე ასაკის ახალგაზრდები სწავლების ერთკვირიან კურსს გადიოდნენ. პროგრამის მთავარ მისიას იმ ახალგაზრდების გაძლიერება წარმოადგენს, რომლებიც უკვე მუშაობენ ან აპირებენ მუშაობას საკუთარ რეგიონებში არსებულ ახალგაზრდულ ცენტრებში.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ნინო ჩიბჩიური

ნინო ჩიბჩიური არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.