ახალი ამბები

გორის მერიამ ღია კონკურსი 3 ვაკანტურ პოზიციაზე გამოაცხადა

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 3 ვაკანტურ პოზიციაზე ღია კონკურსი გამოაცხადა. 

კონკურსი გამოცხადებულია შემდეგ პოზიციებზე:

სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის პოზიცია.

სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილების ხელმძღვანელის პოზიცია.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ქონების განყოფილების ხელმძღვანელის პოზიცია.

დაინტერესებულმა პირებმა კონკურსში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე www.HR.GOV.GE უნდა გაიარონ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.