ახალი ამბები

გიორგი ხოჯევანიშვილი და კონსტანტინე ანანიაშვილი ახალგაზრდებს შეხვდნენ

პარტიის “საქართველოსთვის“ რეგიონალურ ოფისში გორელ ახალგაზრდებთან პირველი შეხვედრა მოეწყო. ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიების ძირითადი მიზანი ინფორმირებულობის გაზრდა იყო ისეთ საკითხებში, როგორებიცაა პარტიის ახალგაზრდული პოლიტიკა, ადგილობრივი შტაბის გეგმები და სტრატეგიები.

“შეხვედრაზე განვიხილეთ პრიორიტეტული საკითხი – უსაფრთხოების პლატფორმა, რაც გულისხმობს დეოკუპაციის საკითხებში ახალგაზრდების ჩართულობას”, – აცხადებენ პარტიის წარმომადგენლები.

ახალგაზრდებს სიტყვით მიმართეს პარტიის “საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრებმა, გორისა და კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა და კონსტანტინე ანანიაშვილმა, რომელიც მერობის კანდიდატად განიხილება. შეხვედრის დასკვნით ნაწილში მათ ასევე უპასუხეს ახალგაზრდების მიერ დასმულ შეკითხვებს.

ღონისძიებას ფასილიტაციას უწევდა პარტიის “საქართველოსთვის“ ახალგაზრდული მიმართულების ბორდის წევრი ხატია სტეფანოვი, რომელიც 2020 წელს, გიორგი ხოჯევანიშვილის კანდიდატობის პერიოდში “ქართული ოცნების” ახალგაზრდულ შტაბს ხელმძღვანელობდა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ნინო ჩიბჩიური

ნინო ჩიბჩიური არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.