ახალი ამბები

გორის მწერალთა სახლში ტურისტული გზამკვლევი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება 

გორის მწერალთა სახლში, 30 ივლისს, 16:00 საათზე პილიგრიმული ტურისტული გზამკვლევი წიგნის “შიდა ქართლის ეკლესია – მონასტრები” პრეზენტაცია გაიმართება. 

წიგნის ავტორი მწერალი, მარინა ჯალიშვილია. გზამკვლევი ჯემალ ინჯიას რედაქტორობით გამოიცა და ინგლისურად მაია ბოლაშვილმა თარგმნა. 

წიგნის გამოცემის იდეა გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას ეკუთვნის. 

“წიგნი დაიბეჭდა შიდა ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაციის, გორის, კასპის ხაშურის და ქარელის მუნიციპალიტეტების მერიების ფინანსური მხარდაჭერით. ფოტომასალების მოძიებაში და შერჩევაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს ზურაბ სადაღაშვილმა, ლაშა ზუბიაშვილმა, ოთო გვრიტიშვილმა და გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მწერალთა სახლმა და ტურიზმის განყოფილებამ, ასევე საპატრიარქოსთან არსებულმა მართლმადიდებელ ქალთა ორგანიზაციამ”, – ამბობენ გორის მუნიციპალიტეტის ტურიზმის განყოფილებაში. 

წიგნის პრეზენტაციას დაესწრებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.