ახალი ამბები

ოლეგ ხუბულურმა, სამსახურიდან გათავისუფლების გამო, გორის მერიას უჩივლა

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციისა და შესყიდვების ხელმძღვანელის ყოფილმა მოადგილემ ოლეგ ხუბულურმა უწყებას სასამართლოში უჩივლა.

“გავასაჩივრე გორის მერიის გადაწყვეტილება ჩემი სამსახურიდან გაშვებასთან დაკავშირებით” , – ამბობს ოლეგ ხუბულური.

​საქმის განხილვას გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დავით პაპუაშვილი 3 აგვისტოდან დაიწყებს.

“რადიო მოზაიკას” წყაროს ცნობით, ოლეგ ხუბულური თანამდებობიდან დისციპლინური წარმოების შედეგად გაათავისუფლეს.

როგორც რადიო “მოზაიკამ” გაარკვია, ხუბულურის მიმართ დისციპლინარული საქმის წარმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც მან, 15 ივნისს ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში გორის მერია პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციაში დაადანაშაულა. გათავისუფლების მიზეზად, მას სამსახურში არ გამოცხადებები და გაკეთებული ნეგატიური შეფასებები დაუსახელეს.

ოლეგ ხუბულური მერიაში მუშაობის დაწყებამდე, გორის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი “გორის” ლიცენზირებისა და მატჩების მენეჯერი იყო.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2019 წლიდან.