ახალი ამბები

გორელმა მოსწავლეებმა დებატების ეროვნულ ტურნირში გაიმარჯვეს

გორის მე -2 საჯარო სკოლის მე -12 კლასის მოსწავლეებმა საქართველოს დებატების ეროვნულ ტურნირში გაიმარჯვეს. 

გუნდს ამავე სკოლის პედაგოგი ლეილა ჯანაშვილი ხელმძღვანელობდა, როგორც ის ამბობს ფინალამდე მისასვლელად გორელმა მოსწავლეებმა 100 ზე მეტი გუნდი დაამარცხეს.

“დებატების კონკურში გაზაფხულზე დაიწყო კარლ-პოპერის ფორმატში მიმდინარეობდა, ჯერ ჩატარდა რეგიონული ტურნირი, სადაც 6 რეგიონი მონაწილეობდა 123 გუნდი, 500-600 მოსწავლე იღებდა მონაწილეობას. რეგიონულიდან ეროვნულ ტურნირში გადავიდა 50 მდე გუნდი, შემდეგ ეროვნულ ტურნირშიც ჩატარდა შეჯიბრებები და ბოლოს გავიდა 8 გუნდი. ფინალამდე ჩვენ დავამარცხეთ საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგეები, ფინალში კი გავედით ჩვენ და ონის სკოლა სადაც გაიმარჯვა მე-2 სკოლის გუნდმა, რომელის შემადგენლობაში არიან ნიკა ელიაშვილი, ქეთი მურადაშვილი და ციცი ჯოლბორდი”, – ამბობს ლეილა ჯანაშვილი 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.