ახალი ამბები

გორში ცოფზე ერთ წელში 309 ძაღლი აიცრა

გორში, ცოფზე 2020 წლის 1-ლი აგვისტოდან 2021 წლის 15 ივნისის ჩათვლით, 309 ძაღლია აცრილი.

ამის შესახებ, ინფორმაციას ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სპეციალური სერვისების მიწოდების სააგენტო ავრცელებს.

“საანგარიშო პერიოდში ჩვენი ვეტერინარის მიერ, ჩატარდა 395 სტერილიზაცია და 154 კასტრაცია. სხვადასხვა ოპერაცია გაუკეთდა 28 ძაღლს. ასევე, ამ პერიოდში გაჩუქებულია 35 ძაღლი და 25 ლეკვი” , – აცხადებენ სააგენტოში.

მათივე ცნობით, ამჟამად, სააგენტოში 90 ძაღლი და 25 ლეკვი იმყოფება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2019 წლიდან.