ახალი ამბები

გორში სახლს ხე დაეცა – დაზიანდა სახურავი და ელ.ენერგიის ხაზები

გორში ძლიერი ქარის შედეგად საცხოვრებელ სახლს ხე დაეცა.

თბილისის ქუჩაზე ძლიერი ქარის შედეგად მსუბუქად დაზიანდა საცხოვრებელი სახლის ნაწილი და ელ.ენერგისს ხაზები, ასევე მეთორმეტე სკოლის სახურავის მცირე ნაწილი.

“სტიქიის დროს ადგილზე მობილიზებულები იყვნენ ა(ა)იპ კეთილმოწყობის სამსახურის წარმოამდგენლები და გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნიკა ღვინიაშვილი. საჭირო გახდა დაზიანებული სადენების აღდგენა და ხის მოჭრა. მერია მადლობას უხდის ა(ა)იპ კეთილმოწყობის სამსახურის და ენერგო პრო ჯორჯიას წარმომადგენლებს პრობლემის დროულად გადაჭრისათვის” , – აღნიშნულ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

როგორც ცნობილია, შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2019 წლიდან.