ახალი ამბები

გახარიას პარტიის პროგრამულ ხედვაში გორი ერთხელ არის ნახსენები

ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას მიერ დაარსებული პარტიის “საქართველოსთვის” პროგრამული ხედვის დოკუმენტში გორი მხოლოდ ერთხელ არის ნახსენები.

“შიდა ქართლში ატენის და რკონის ხეობების ტურისტული პოტენციალის ათვისება, სათავგადასავლო და ღვინის ტურიზმის და დაცული ტერიტორიის განვითარების თვალსაზრისით. გორის ციხის სრული რეაბილიტაცია/დაბრენდვა და ახალ ტურისტულ ლოკაციად გადაქცევა” , – ვკითხულობთ დოკუმენტში.

დოკუმენტი 26 გვერდისგან შედგება და როგორც პარტიაში განმარტავენ, პროგრამული ხედვა არის ცოცხალი დოკუმენტი, რომლის მიზანი ძლიერი, თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობაა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2019 წლიდან.