ახალი ამბები

“გასარკვევია” – გორელმა მწერალმა არ იცის წულუკიანისთვის მიწერილ წერილს ხელი მოაწერა თუ არა

გორელმა მწერალმა, ვანო ჩხიკვაძემ არ იცის კულტურის მინისტრისთვის მიწერილ წერილს ხელი მოაწერა თუ არა. საჯაროდ გავრცელებული წერილის დასასრულს მწერლების სახელები და გვარებია ჩამოთვლილი, მათ შორის წერია, ვანო ჩხიკვაძეც. 

მწერალმა რადიო “მოზაიკას” კითხვას, არის თუ არა მისი ხელმოწერაც აღნიშნული წერილის ბოლოს, უპასუხა რომ “გასარკვევია”. 

“გასარკვევია, გავარკვევ და თავად დაგიკავშირდებით”, – გვითხრა მწერალმა. 

ინფორმაციისთვის, მწერალთა აკადემიის სახელით წულუკიანისადმი საჯაროდ მიწერილი წერილი საზოგადოებაში განხილვის თემად იქცა, რადგან გაირკვა, რომ წერილის ბოლოს ხელმომწერი მწერლების ნაწილი, წერილის შესახებ საქმის კურსში არ იყო და არც ხელი ჰქონიათ მოწერილი.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.