ახალი ამბები

ლადო ხინჩეგაშვილი „ქართული ოცნების” წევრ ახალგაზრდებს შეხვდა

“ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო”-ს გორის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ლადო ხინჩეგაშვილი პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს შეხვდა.

“შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ასევე მხარის რწმუნებული და პარტიის ოფისის წარმომადგენლები. შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. ახალგაზრდების კითხვებს უპასუხა მერობის კანდიდატმა, მიმოხილული იქნა არსებული მდგომარეობა, ახალგაზრდების საჭიროებები. მერობის კანდიდატმა ახალგაზრდებს გააცნო თავისი ხედვა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე” , – აღნიშნული ინფორმაცია სოციალური ქსელის საშუალებით, პარტიის ერთ-ერთმა წევრმა სანდრო მარანელმა გაავრცელა.

შეხვედრის ჩატარების შესახებ, მედიის წარმომადგენლებისთვის არ უცნობებიათ. როგორც ფოტომასალიდან ირკვევა, შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის თანამშრომლებიც, მათ შორის ახალგაზრდული განყოფილების ხელმძღვანელი დიმა გოგიაშვილი.

გორის მერიის თანამშრომელი დიმა გოგიაშვილი “ქართული ოცნების” პარტიულ შეხვედრაზე
შეხვედრა ღია სივრცეში გაიმართა.
დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2019 წლიდან.