ანალიტიკა / გამოძიება

არჩევნებამდე თავზარაშვილის ხელფასი ჯამში 122 772 ლარს შეადგენს

გორის მოქმედ მერს უფლებამოსილების ვადა თვენახევარში ეწურება. როგორც პრემიერ მინისტრმა დააანონსა მომავალი მერის ხელფასი 4000 ლარამდე გაიზრდება. რადიო „მოზაიკა“ დაინტერესდა, როგორ იცვლებოდა გორის ამჟამინდელი მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის სარგო წლების განმავლობაში და რა თანხას იღებს ჯამში ის ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში.

თვითმმართველობის არჩევნები, რის შედეგადაც თავზარაშვილი გორის მერი გახდა, 2017 წლის ოქტომბერში ჩატარდა. მისი დეკლარაციის მიხედვით, წლის ბოლომდე ხელფასის სახით მერმა 7 202 ლარი მიიღო.

თავდაპირველად,  აღნიშნული პოლიტიკური თანამდებობის პირი ხელფასს თვეში 2650 ლარს იღებდა, 2018 წლის 16 თებერვლის დადგენილებით კი ე თანხა 3200 ლარამდე გაიზარდა. ჯამში 2018 წლის განმავლობაში მერმა ხელზე 30 280 ლარი მიიღო. ხოლო 2019 წელს 12 -ვე თვის მონაცემებმა ჯამში 30 720 ლარი შეადგინა, რომელიც აღარ შევლილა მომდევნო წლებში. თუ თავდაპირველად მერი ხელზე 2120 ლარს იღებდა ახლა 2018 წლიდან ეს თანხა, 2650-მდე გაიზარდა  (3200-20% საშემოსავლო).

აღნიშნული მონაცემბიდან ირკვევა, რომ 2017 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის ოქტომბრამდე ამჟამინდელი მერის კონსტატნიტე თავზარაშვილის თანამდებობრივი სარგო (ხელზე ასაღები), რომელიც ადგილობრივ ბიუჯეტშია გათვალისწინებული, 122 772 ლარითაა განსაზღვრული.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ნინო ჩიბჩიური

ნინო ჩიბჩიური არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.