ადამიანები ისტორიები

მეორე შანსი – დებმა დევნილი ქალებისთვის სოციალური საწარმო დააარსეს

“მეორე შანსი“ – ასე ჰქვია სოციალურ საწარმოს, რომელიც ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებმა დებმა, ქეთი და ლია ჯავახიშვილებმა იქ მცხოვრები ქალებისთვის დაარსეს. საწყის ეტაპზე, სოციალურ საწარმოში მეორად ტანსაცმელს განაახლებენ.


ქეთი და ლია 2008 წლის ომამდე სოფელ ქსუისში ცხოვრობდნენ, უკვე 13 წელი შესრულდა, რაც მათი საცხოვრებელი ადგილი ხურვალეთის დევნილთა ჩასახლებაა, გოგოებმა ყველაზე კარგად იციან ადგილობრივი ქალების გასაჭირიც და საჭიროებებიც, როგორც ქეთი ჩვენთან საუბარში ამბობს, სამუშაო ადგილები იქ მცხოვრები ქალებისთვის თითქმის არ არის, ეს სწარმო კი მათთვის კარგი შანსი იქნება.


“მოვაწყეთ სივრცე შევიძინეთ საჭირო დანადგარები. იმისთვის რომ მოვახერხოთ დევნილი ქალების დასაქმება, მთელი ოჯახი ჩავერთვებით. დედა დიდი ხანია ჭრა – კერვითაა დაკავებული. ახლა კიდევ გადის კურსებს, რის შემდეგაც შეძლებს ასწავლოს სხვებსაც.

ქეთის და ლიას საწარრმოდ დაარსების იდეა ერთი წლის წინ გაუჩნდათ.

ქეთი ჯავახიშვილი

საწარმოს შექმნის იდეა მე და ჩემს დას პანდემიის პერიოდში გაგვიჩნდა, მე გრაფიკულ დიზიანს ვსწავლობ, დავასრულე სამხატვრო სკოლა. ხელოვნება ყოველთვის ახლოს იყო ჩემთან, ხშირად გადამიკეთებია და შემიქმნია ისეთი სამოსი, როგორსაც მუდმივად ვიყენებდი. ჩემი და ბიზნეს-ადმინისტრირებაზე სწავლობს, ჩვენ გავაერთიანეთ იდეა და ჩამოვაყალიბეთ გეგმა, თუ როგორ შეგვექმნა ეს საწარმო.

საწყის ეტაპზე საწარმო მომხმარებლებს ქალის ტანისამოსის განახლებას, მაისურზე ბეჭვდას და ხელით მოხატვას შესთავაზებს. გოგონებს ამ სამუშაოს შესრულებაში მოხალისეები დაეხმარებიან.


“ჩვენ გვსურს, რაც შეიძება მეტმა ქალმა შეძლოს დასაქმება. ჯერჯერობით ახლები ვართ და დიდ მასშტაბებზე ვერ გავალთ, მაგრამ სამომვლოდ ბევრი გეგმა გვაქვს.”


გოგონებს პროექტი ორგანიზაცია “უკეთესი მომავლისათვის“ პროგრამის ფარგლებში, ესტონეთის დევნილთა საბჭომ დაუფინანსა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები