ახალი ამბები

სახალხო დამცველის აპარატი მოქალაქეებს ვაქცინაციაზე დარეგისტრირებაში დაეხმარება 

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი დაინტერესებულ მოქალაქეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე რეგისტრაციაში დაეხმარება. ამის შესახებ ინფორმაცია ომბუდსმენის აპარატმა გაავრცელა. 

“საქართველოში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და აცრის სასიცოცხლო მნიშვნელობის გათვალისწინებით, მოქალაქეების დასახმარებლად და ვაქცინაციის პროცესის ხელშესაწყობად, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მზად არის დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის პროცესში დაეხმაროს. თუ თქვენ ვერ ახერხებთ დამოუკიდებლად ვაქცინებზე დარეგისტრირებას ჩვენი აპარატის თანამშრომლები მზად არიან აღნიშნულში დაგეხმაროთ”, – ნათქვამია განცხადებაში. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.