ახალი ამბები

გორის მუნიციპალიტეტის მერია ავეჯს შეიძენს 

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ავეჯის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა.

უწყებამ სხვადასხვა დასახელების საოფისე ავეჯის შესაძენად 36 535 ლარი გაითვალისწინა. 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მერია შეიძენს:

  • 5 საოფისე მაგიდას;
  • 10 საოფისე სავარძელს;
  • 10 საოფისე სავარძელს ბადიანი ნაჭრის ზედაპირით;
  • 50 საკონფერენციო სავარძელს;
  • 1 საოფისე სავარძელს 2D სახელურით, თავის მისადები და ზურგის ბალიშით;
  • 35 საოფისე სავარძელს მეტალის ქრომირებული ფეხით და სახელურით; 
  • 1 ჟურნალების მაგიდას მინის ზედაპირით. 

შერჩეულმა კომპანიამ ავეჯის მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღეში უნდა უზრუნველყოს. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები