ახალი ამბები

„გორმედში” 101 წლის პაციენტმა კორონავირუსი დაამარცხა

გორში, კლინიკა “გორმედში” 101 წლის ელენე ასანიძემ კორონავირუსი დაამარცხა.

კლინიკის რეანიმაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელის ტატო ქაჯაიას თქმით, პაციენტი უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს.

,,პაციენტი შემოვიდა კლინიკაში ფილტვის ქსოვილის დაზიანების მაღალი ხარისხით, უგონო მდგომარეობაში, იმყოფებოდა რესპირატორულ მხარდაჭერაზე, მთელი რიგი ღონისძიებების შედეგად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა, ამჟამად გახლავთ დამაკმაყოფილებელი ოქსიგენაციით და დატოვებს კლინიკას“, – განაცხადა ქაჯაიამ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2019 წლიდან.