ანალიტიკა / გამოძიება

„ნაციონალურმა მოძრაობამ” გორის მერობის კანდიდატად ვასილ მახარაშვილი დაასახელა

“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” გორის მერობის კანდიდატად ვასილ მახარაშვილი დაასახელა.

რადიო “მოზაიკა” გთავაზობთ მახარაშვილის მოკლე ბიოგრაფიას:

1979 წელი

ვასილ მახარაშვილი დაიბადა 1979 წლის 6 მარტს

დაამთავრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბუღლატრული აღრიცხვისა და აუდიტის ფაკულტეტი, 2006 წელს კი ცხინვალის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2001 წელი
2004 წელი

მუშაობდა სახელმწიფო რწმუნებულის თანაშემწედ შიდა ქართლის რეგიონში;

მუშაობდა შიდა ქართლის საფინანსო პოლიციის ხელმძღვანელად და განსაკუთრებულ დავალებათა რაზმის ხელმძღვანელად;

2004-2005 წწ
2005-2006 წწ

მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში ლოჯისტიკის და ინფრასტრუქტურის მიმართულებით, პარტიის ინფორმაციით, მას აქვს კაპიტნის სამხედრო წოდება.

2006 წელს ხელმძღვანელობდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გორის ორგანიზაციას.

2007 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გახდა გორის მაჟორიტარი დეპუტატი და შემდგომში გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

2007 წელი
2008 წელი

2008 წლიდან დღემდე დაკავებულია ბიზნეს საქმიანობით. აქვს რამდენიმე კომპანიის ხელმძღვანელობის და მართვის გამოცდილება.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2019 წლიდან.