ახალი ამბები

რა ცვლილებები შევიდა გორის მუნიციპალური ტრანსპორტის მარშრუტებში 

გორის მუნიციპალური ტრანსპორტის მარშრუტებში ცვლილება შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს. 

სააგენტოს ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება საკრებულომ დაამტკიცა. 

ავტობუსის რამდენიმე მარშრუტში ცვლილება შევიდა, შესაბამისი გადაწყვეტილება საკრებულომ მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით მიიღო.

მუნიციპალურმა ავტობუსებმა ახალ მარშრუტებზე გადაადგილება დღეიდან დაიწყეს. 

მარშრუტებში ცვლილებების სანახავად გადადით ბმულზე : ცვლილებები მუნიციპალური ტრანსპორტის მარშრუტებში.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.