ანალიტიკა / გამოძიება

სპორტი, ბიზნესი და პოლიტიკა – ხინჩეგაშვილის გზა

გორის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” – ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ამჟამინდელი რეგალიეა. მან წლების განმავლობაში სპორტში არაერთ წარმატებას მიაღწია. არის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებში, ასევე ლონდონის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი, შემდეგ ოლიმპიადაზე კი, ოქროს მედალოსანი.

ხინჩეგაშვილი 1991 წლის 18 აპრილს, გორში დაიბადა. 2009 წელს გორის N9 საჯარო სკოლა დაამთავრა და სწავლა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელა და 2013 წელს ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი მიენიჭა.

ხინჩეგაშვილი ბიზნესში 2017 წლიდან ჩნდება. იგი ჯერ შპს ფლოლეს ქონსთრაქშენის, შემდეგ კი, “გგ ჰოუმის” მეწილე ხდება. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, იგი ამჟამად არის შპს “ლეგასის” დირექტორი  და “საქართველოს მოქმედ სპორტსმენთა ასოციაციის” პრეზიდენტი.

იგი ასევე ცოტა ხნით იყო ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლის მენეჯერი. ხინჩეგაშვილი ამ პოზიციაზე 2021 წლის დასაწყისში, ნუგზარ სხირელის გარდაცვალების შემდეგ დაინიშნა.

2021

2021 წელი

ნუგზარ სხირელის სახელობის საჭიდაო სკოლის მენეჯერი.

2020

2020 წელი

სამშენებლო კომპანია "ლეგასის" დამფუძნებელი, მეწილე და დირექტორი;

2018

2018 წელი

ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი; ომპანიების შპს "ჩემპიონი" და "რეფრეში" მეწილე;

2017

2017 წელი

ევროპის ჩემპიონი ორდენები/ ჯილდოები; გახდა კომპანიების "გგ ჰოუმი" და "ფლოლეს ქონსთრაქშენი" მეწილე;

2016

2016 წელი

რიო-დე-ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალოსანი; ევროპის ჩემპიონი; მიიღო გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება;

2015

2015

მსოფლიო ჩემპიონი

2014

2014 წელი

გახდა ევროპის ჩემპიონი;

2013

2013

მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით .

2012

2012 წელი

გახდა ლონდონის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი; მიიღო სახელმწიფო ღირსების ორდენი;

2011

2011 წელი

გახდა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებში;

2009

2009 წელი

2009 წელს დაამთავრა ქ.გორის მე-9 საჯარო სკოლა;

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2019 წლიდან.