ახალი ამბები

ეროვნული გამოცდები ზერტის საჯარო სკოლის ყველა კურსდამთავრებულმა ჩააბარა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს.

სკოლის ყველა აბიტურიენტმა ჩააბარა გამოცდები, თუმცა ერთ-ერთმა მათგანმა მარიამ აბალალაკმა, რომელიც ოქროს მედლის კანდიდატიცაა, ყველაზე მაღალი ქულები მოიპოვა.

“სკოლის დირექცია და პედაგოგები ულოცავს თითეულ მათგანს  ამ სიხარულს და წარმატებულ ბედნიერ მომავალს უსურვებენ“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდები 1-ელ ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 2 აგვისტოს დასრულდა, რის შემდეგაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების გამოქვეყნება დაიწყო.

დატოვეთ კომენტარი