ბლოგები

როგორ და რატომ უნდა წავიდეთ ევროპაში, სანამ ახალგაზრდები ვართ?



ავტორი: გიორგი ედიშერაშვილი

ევროპის სოლიდარობის კორპუსი არის ევროკავშირის ახალგაზრდული მოხალისეობრივი პროგრამა რომელიც ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ საერთო მიზნებისა და სიკეთეების გარშემო ერთობლივ მუშაობაში, დაამყარონ ახალი კონტაქტები, გაიღრმავონ კომპეტენციები, მიიღონ მნიშვნელოვანი და საინტერესო გამოცდილება.

შესაძლებელია თუ არა ენის მაღალ დონეზე ცოდნის გარეშე ამ პროგრამაში მონაწილეობა?

ევროპის მოხალისეობრივი კორპუსი არ გახლავთ აკადემიური პროგრამა. ამდენად, მონაწილე არ იზღუდება ენის გარკვეულ დონეზე ცოდნის მოთხოვნით. მეტიც, ადგილზე, ჩასვლით მიმღები ორგანიზაცია უზრუნველყოფს ადგილობრივი ენის შემსწავლელ კურსებს, რომელშიც რა თქმა უნდა, თანხა არ გეხარჯება. თუმცა, სასაუბრო ინგლისურის ცოდნა მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს თქვენს ადაპტაციას.

როგორ გავხდეთ პროგრამის მონაწილე?

საქართველოში ბევრი გამგზავნი ორგანიზაციაა, რომელებიც პერიოდულად აცხადებენ ვაკანსიას. ვლოგის აღწერაში წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანის ფ.ბ გვერდის მისამართს. გამოიწერეთ ეს გვერდები და ადევნეთ თვალი საინტერესო ვაკანსიებს ევროპის სხვადსხვა ქვეყანაში.

ადგილზე ჩასულებს თქვენ გხვდებათ უფასო საცხოვრებელი და ყოველთვიური ჯიბის ფული, 300 ევრომდე ოდენობით. ხშირ შემთხვევაში დაიფინანსებულია მუნიციპალური ტრანსპორტით იმ რეგიონში ან მუნიციპალიტეტში გადაადგილება, სადაც თქვენი მიმღები ორგანიზაცია არსებობს.

რას გვაძლევს პროგრამაში მონაწილეობა?

ეს პროგრამა გეხმარებათ უკეთ გაეცნოთ საკუთარ შესაძლებლობებს, მოახდინოთ რეფლექსია საჭიროებებზე, იზრუნოთ მათი განვითარებისა და დაკმაყოფილებისთის. პროგრამაში მონაწილეობა ახალი კონტაქტების, ურთიერთობების და მომავალი თანამშრომლობის, ახალი თავგადასავლების წინაპირობაა.

მოხალისეობრივი საქმიანობის პარალელურად, შეგიძლიათ გამოყოთ დრო სამოგზაუროდ, ახალი ადგილების მოსანახულებლად, როგორც მიმღებ, ასევე ევროპის სხვა ქვეყნებში – ამისთვის გაქვთ შვებულებისთვის განსაზღვრული დრო, ასევე უქმე დღეები.

რაც შეეხება ვადებს, გამოცხადებული ვაკანსიების ვადები დამოკიდებულია იმ პროექტების ხანგრძლოვობაზე, რომელშიც მოხალისედ უნდა ჩაერთოთ. შესაბამისად, პროექტი შეიძლება იყოს მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი.

ჩემს შემთხვევაში, პროექტის ხანგრძლოვობა 11 თვეს წარმოადგენდა. რაც გრძელვადიან ვაკანსიად ითვლება. ამ ხნის განმავლობაში, მოხალისეობრივ საქმიანობას იტალიის ალპებთან მდებარე ალტო ადიჯეს რეგიონში ვეწეოდი.

ევროპული მოხალისეობის 11-მა თვემ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ჩემი ცხოვრება. დღემდე ჩემი რეკომენდაციით და კონტაქტებით, ბევრმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა ამ პროგრამაში, საიდანაც თითოეული მათგანი შთაგონებული და კმაყოფილი დაბრუნდა. მეტი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ მომწეროთ ან დაუკავშირდეთ აღწერაში მითითებულ გამგზავნ ორგანიზაციებს.

დატოვეთ კომენტარი