ანალიტიკა / გამოძიება

რისი გაკეთება შეუძლია მედიას ქალების გაძლიერებისთვის?

გორის სატემო რადიო “მოზაიკამ” ქალთა ფონდის მიერ მხარდაჭერილი ფორუმი დაასრულა. დასკვნით ღონისძიებაზე გოგონათა და ქალთა ფორუმი მოეწყო, სადაც მისმა მონაწილეებმა განხორციელებული აქტივობები შეაჯამეს და ქალთა გაძლიერების პროცესში მედიის როლზე ისაუბრეს.

გვანცა დოლუაშვილი, “მოზაიკას” დირექტორი

ერთ-ერთი ბოლო აქტივობა იყო ონალინ გამოფენა-გაყიდვა, რომელიც დღესაც გრძელდება. ჩვენს ვებ- გვერდზე. ქალები დღესაც გვწერენ, რომ მათი ნამუშევრები თუ პროდუქტები განვათავსოთ საიტზე. ამ კომუნიკაციის გამარტივება ამ პროექტის დამსახურებაა. ჯამში 30-მდე ასეთი ქალის შესახებ მოვამზადეთ ადამიანური ისტორია. ბევრი მათგანი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მედიასაშუალება მათი მცირე ბიზნესით დაინტერესდებოდა, რადგან როგორც წესი, მათი საქმიანობის შესახებ მასალების მომზადებისთვის გარკვეული ფინანსებია საჭირო. ამასთან ერთად ყურადღების მიღმა არ დაგვიტოვებია ის პრობლემები, რაზეც ქალები წლების განმავლობაში გვიკავშირდებოდნენ.
დაათვალიერეთ და შეიძინეთ


ფორუმს, რომელსაც სხვადასხვა ასაკის და სოციალური სტატუსის მქონე ქალები ესწრებოდნენ, 4 მომხსენებელი ჰყავდა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელმა ქეთი ბებიაშვილმა აღნიშნა, რომ დღეს ქალებს საკუთარი უფლებების დაცვის გზებზე მეტი ინფორმაცია სჭირდებათ და ამაზე ზრუნვა ყველაზე უკეთ ადგილობრივ მედიას შეუძლია.

ქეთი ბებიაშვილი, საია

წინა პლანზე წამოვიდა ისეთი საკითხები, როგორიცაა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, რაზეც მედიის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს აქცენტირება. ასევე, არაერთი შემთხვევა გვაქვს სოციალურ ქსელში გოგონებზე ძალადობის. აუციელებელია, მედიის მიერ თემების სწორი გაშუქება მოხდეს.კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ქალების მდგომარეობის ინტნსიურად გაშუქება ადგილობრივი მედიის ერთ-ერთი მიმართულება უნდა იყოს, რაც რადიო “მოზაიკას” შემთხვევაში ნამდვილად ასეა.

“ახალგაზრდა ფემინისტების” წარმომადგენელმა მარიამ თოფჩიშვილმა, რომელიც ერთ-ერთი მომხსენებელი იყო, დამსწრეებს ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე სტატისტიკა წარუდგინა და აღნიშნა, რომ ასეთი საკითხების საზოგადოებამდე სწორად მიტანა მედიის ერთ-ერთი აუცილებელი ფუნქციაა, სხვა შემთხვევაში, მისივე თქმით, გენდერული სტერეოტიპები კიდევ უფრო მეტად გამყარდება.

მარიამ თოფჩიშვილი, ახალგაზრდა ფემინისტები

ფემიციდის შემთხვევას თუ კი მედიის მხრიდან სწორი გაშუქება არ მოყვება, შეიძლება ფემიციდის ჯაჭვიც კი მივიღოთ. არარსებობს ორი მხარე ამ დროს, რაც ხშირად საზოგადოებაში ძალიან მტკივნეული არის ხოლმე. ხშირად მედია ცდილობს მოკლული ან ძალადობის მსხვერპლი ქალის უარყოფითი ასპექტებიც აჩვენოს. ხშირად იკვლევენ მოტივს, თუ რატომ მოხდა ესა თუ ის შემთხვევა, რაც არის არასწორი, ამდენად, მედიამ ქალთა საკითხები გაშუქების დროს სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს.ინფორმირებაა ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე ადვოკატირება რასაც უნდა ახდენდეს ქალებისთვის მედიასაშუალება.

აღნიშნულ საკითხზე მოხსენებები გააკეთეს ასევე ქალთა უფლებადამცველებმა მარიამ თედლიაშვილმა და ნინო მეგრელიშვილმა, რის შემდეგაც ონლაინ რეჟიმში გამართული შეხვედრა დისკუსიას დაეთმო.

აუდიტორიის ნაწილის აზრით, მედიამ პოლიტიკაში ჩართული ქალებიც ხშირად უნდა გააშუქოს და და სოფლის მეურნეობით დაკავებულებიც. ასევე გამოითქვა მოსაზრება, რომ ადგილობრივმა მედიებმა საგანმანათლებლო ფუნქციაც უნდა იკისრონ, გამოავლინონ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების სუსტი მხარეები და ეცადონ, ინფორმაციის მიწოდებით მათ გაძლიერებას.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

გორის სათემო რადიო "მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.