ანალიტიკა / გამოძიება

სპორტსმენები, საკრებულოს წევრები, ბიზნესმენები – ვინ არიან გორში “ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატები

გორის მუნიციპალიტეტში 12 მაჟორიტარული ოლქიდან “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატების ვინაობა 6-ში უკვე ცნობილია. მათ შორის არიან ადვოკატები, სპორტსმენები, საკრებულოს ყოფილი წევრები, ბიზნესმენები და ა.შ.


სადგური- ელექტროფიკაციისა და კომბინატის ადმინისტრაციულ ერთეულებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა მათოშვილია, ის 2018 წელს, სასამართლოში გორის მოქმედი მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის უფლებების დამცველი იყო. წელს კი “ქართულმა ოცნებამ” ის მაჟორიატრობის კანდიდატად წარადგინა.


ჯაბა იმერლიშვილი მმართველმა გუნდმა, მერეთი-გუგუტიანთკარისა და ზარდიანთკარის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა. ის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის პარტიიდან 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, გორის თვითმმართველ თემში ოქრუაშვილის პარტიიდან მაჟორიტარ დეპუტატად იყრიდა კენჭს. ახლა კი “ქართული ოცნების” წევრია.


კვერნაკის, ჭალის , ცენტრისა და წყაროსუბნის ადმინისტრაციულ ერთულებში, „ ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” სახელით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბექა ლობჟანიძე იქნება. ის წლების განმავლობაში შიდა ქართლის კრივის ფედერაციის პრეზიდენტად მუშაობდა.

ქვახვრელის, ბოშურის, ატენისა და ხიდისთავის ადმინისტრაციულ ერთეულებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბიზნესმენი ბორის გოგიჩაიშვილია, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” 2018 წელს ჭალის დასახლებაში მშენებარე სპორტის დირექტორად დანიშნა, მაშ შემდეგ, რაც ობიექტი გორის მუნიციპალიტეტის სპორტის გნვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს დაუქვემდებარეს. მოგვიანებით კი, პოლიტიკაში კანდიდატის რანგით ჩართეს.

სოფელ კარალეთისა და კარალეთის კომპაქტურ დასახლებაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად “ოცნებამ” მამუკა ბაზანდარაშვილი დაასახელა. ის პატრიოტთა “ალიანსის” წევრი იყო. ამჟამად კი “ქართულ ოცნებას” წარმოადგენს.

მოსახლეობასთან შეხვედრებზე გამოჩნდა ასევე, რეხის, სვენეთისა ხელთუბნის ტერიტორიულ ერთეულში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი შიოშვილი. ის მოქმედი საკრებულოს წევრია და კენჭს ამჯერეადაც ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოში „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოდან“ იყრის.

მოქმედი საკრებულოს კიდევ ერთი წევრი, რომელიც ასევე მაჟორიატრი დეპუტატობის კანდიდატია დავით სარალიძეა.
,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან ” კენჭს ის წმინდაწყლისა და ვერხვების ადმინისტრაციულ ერთეულში იყრის.

ოგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, დანარჩენი მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატის ვინაობას უახლოეს დღეებში დაასახელებენ, მერობის კანდიდატის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მოსახლეობასთან შეხვედრების პარალელურად.

ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტში თვითმმართველობის არჩევნებისთვის 12 მაჟორიტარული ოლქი იმუშავებს, აქედან 3 ქალაქში, 9 კი სოფლად.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ნინო ჩიბჩიური

ნინო ჩიბჩიური არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.