ახალი ამბები

covid19-ს ვაქცინით გორის მუნიციპალიტეტის სკოლების თანამშრომელთა 50%-ზე მეტი აიცრა

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, გორის მუნიციპალიტეტის სკოლების თანამშრომელთა 50%-ზე მეტი აიცრა. ამის შესახებ, ინფორმაციას საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ავრცელებს.

“სკოლები ყოველდღიურად გვაწვდიან მონაცემებს აცრილი თანამშრომლების რაოდენობის შესახებ. დღევანდელი მონაცემებით, სულ აცრილია 1 291 თანამშრომელი” , – აცხადებს ნანა ტერმაკოზაშვილი.

მისივე ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის სკოლებში სულ 2 300 თანამშრომელი მუშაობს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2019 წლიდან.