ახალი ამბები

ვიქტორ ქარქიშვილს საკრებულოს წევრობა პარტიიდან “ევროპული საქართველო” სურს

“ევროპული საქართველოს” პროპორციული სიის შემადგენლობაში ცვლილებებია. მე-4 ნომრად პარტიამ ამჯერად ვიქტორ ქარქიშვილის კანდიდატურა დაასახელა.

ეთერ ჯალაღანიას თქმით, მოახლოვებულ არჩევნებში თითოეული მათგანი გამარჯვებისთვის იბრძოლებს.

ვიქტორ ქარქიშვილმა საკრებულოს წევრობის სურვილი 2017 წელსაც გამოხატა. მაშინ ის რესპუბლიკურ პარტიას წაოადგენდა და პარტიულ სიაში პირველი ნომერი იყო.

2019 წლის თებერვალში ის გორის მერიის კულტურის სააგენტოში მედიასთან ურთიერთობის ჯგუფში დაასაქმეს, თუმცა ეს პოზიცია მალევე დატოვა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.