ახალი ამბები

არჩევნებში მონაწილე დეპუტატები საკრებულოში თანამდებობებს ტოვებენ

არჩევნებში მონაწილე დეპუტატები საკრებულოში თანამდებობებს ტოვებენ. ამის შესახებ საკრებულოს სამანდატო საპროცედურო და ეთიკის კომისიაზე გახდა ცნობილი. 

საკრებულოს თავმჯდომარის დავით რაზმაძის თქმით, საკრებულოში სამი ფრაქცია უქმდება და ის დეპუტატები, რომლებიც სხვადასხვა ფრაქციაში იყვნენ წარმოდგენილნი არჩევნებში მონაწილეობას ქართული ოცნების სახელით მიიღებენ.

“ეს დეპუტატები ქართული ოცნების სახელით არიან წარმოდგენილი, ზოგი პარტიულ სიაშია, ზოგი მაჟორიტარად იყრის კენჭს, ამიტომ აუცილებელი იყო ფრაქციების დაშლა. სამი ფრაქცია დაიშალა, ,,ქართული ოცნება-ერთობა”, „ქართული ოცნება – კონსერვატორები“, ,,ქართული ოცნება-სოციალ დემოკრატები” და ყველა ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს სახელით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას”, – ამბობს დავით რაზმაძე

რადიო მოზაიკა გთავაზობთ დეპუტატების სიას, რომლებიც თანამდებობას ტოვებენ:

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-ერთობა”

გიორგი შიოშვილი  (ფრაქციის თავმჯდომარე)
ჯუმბერ გიგაური (მოადგილე)

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორები“

 თამარ მურალოვი  (ფრაქციის თავმჯდომარე)
მანუჩარ ლაფაჩი (მოადგილე)

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-სოციალ დემოკრატები”

შოთა ვანიშვილი (ფრაქციის თავმჯდომარე)
ივანე ნონიკაშვილი
(მოადგილე)

საარჩევნო კოდექსის მიხედვით არჩევნებში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში კანდიდატი ვალდებულია დატოვოს დაკავებული თანამდებობა, ან იმ პერიოდში ისარგებლოს შვებულებით.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.