ახალი ამბები

გორის სპეციალური სერვისების სააგენტოს ფუნქციებს ინტერმუნიციპალური თავშესაფარი შეითავსებს

გორის სპეციალური სერვისების მიწოდების სააგენტო ა(ა)იპ მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურ სააგენტოს უერთდება.

ამის შესახებ ინფორმაციას საკრებულოს განკარგულებაში ვკითხულობთ. 2021 წლის 5 ივლისს დაფუძნდა ა(ა)იპ მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტო, რომელიც ზემოაღნიშნული სააგენტოს ფუნქციას შეითავსებს.

განკარგულების თანახმად ერთი და იმავე ფუნქციის ორი სააგენტოს არსებობა გორის მერიას მიზანშეუწონლად მიაჩია, ამიტომ მერია საკრებულოს ა(ა)იპის რეორგანიზაციაზე თანხმობას სთხოვს.

“ა(ა)იპ მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტო“ შეითავსებს ა(ა)იპ „გორის მუნიციპალიტეტის სპეციალური სერვისების მიწოდების სააგენტოს“ ფუნქციებს, შესაბამისად, ამავე ფუნქციის მქონე ა(ა)იპ-ის არსებობა ცალკე მიზანშეუწონელია. მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე და გორის მუნიციპალიტეტის ფინანსების ეკონომიურად და ეფექტურად ხარჯვის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიზანშეწონილად მიაჩნია მიეცეს თანხმობა გორის მუნიციპალიტეტის მერს განახორციელოს არასამეწარმეო ირიდიული პირების რეორგანიზაცია – ა(ა)იპ „გორის მუნიციპალიტეტის სპეციალური სერვისების მიწოდების სააგენტოს“ შერწყმა ა(ა)იპ „მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოსთან”, – წერია განკარგულებაშიმიუსაფარი

შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური თავშესაფარი მუნიციპალური განვითარების ფონდმა დააფინანსა, რომლით საგრებლობაც შიდა ქართლის რეგიონში შემავალ ოთხივე მუნიციპალიტეტს შეეძლება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.