ახალი ამბები

ატენში შიდა გზების, საკანალიზაციო და სარწყავი სისტემის მოწყობა მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში შიდა გზების საკანალიზაციო და სარწყავი სისტემის მოწყობა მიმდინარეობს. 

ატენის დეპუტატი საკრებულოში, შოთა ვანიშვილი ამბობს, რომ სამუშაოები სოფლის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

“სოფლის პროგრამის ფარგლებში დეგეულაზე საკანალიზაციო მილი და შიდა უბნის მოწყობა მიმდინარეობს. ასევე მოსახლეობის მოთხოვნით დედათა მონასტრის უბანში კეთდება საკანალიზაციო სისტემა. ახლა ტენდერია გამოცხადებული ზაოტის უბანზე სანიაღვრეების მოსაწყობად, ატენის დანარჩენ უბნებზე კი სარწყავი სისტემის მოწყობა დაიწყება”, – ამბობს შოთა ვანიშვილი

ვანიშვილის თქმით სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს სოფლის ცენტრალურ ხიდზეც, ამ ეტაპზე ხიდს ასაქცევი გზა უკეთდება. სამუშაოები ახალწლამდე დასრულდება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.