ციტატები

ვითხოვ მორალური ზიანის ანაზღაურებას 2000 ლარის ოდენობით – გორის მერი 

გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა სასამართლოში "ტვ პირველის" წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. მერმა სარჩელით გორის რაიონულ სასამართლოს მიმართა მის შესახებ მომზადებული სიუჟეტის გამო, რომლის მიხედვითაც, თავზარაშვილმა სახელმწიფო ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან უსასყიდლოდ მიიღო სამშენებლო ფილები. გორის მერი ამბობს, რომ ჟურნალისტმა ცრუ ინფორმაცია გაავრცელა. გორის მერი ითხოვს, რომ გავრცელებული ინფორმაცია ტელევიზიამ საკუთარ ეთერშივე უარყოს და მორალური ზიანისთვის კომპენსაცია გადაუხადოს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.