ახალი ამბები

ჰოსპიტალი სასუნთქ აპარატებს ყიდულობს – კომპანიამ ტენდერი გაასაჩივრა

კომპანიამ “ორთო+” სამხედრო ჰოსპიტალის მიერ გამოცხადებული ტენდერი გაასაჩივრა, რომლითაც ის სასუნთქ აპარატებს ყიდულობს. 

“ორთო +”-მა საჩივრით შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს მიმართა და მიუთითა, რომ მათ კომპანიას ჰოსპიტალმა დისკვალიფიკაცია უსამართლოდ მიანიჭა.

“ჩვენს მიერ შემოთავაზებული საქონელი არის უკეთესი მახასიათებლების და დღეს პანდემიის ვითარებაში სწორედ ამ უკეთესი მახასიათებლების მქონე აპარატებს იყენებს მსოფლიოს განვითარებადი ქვეყნები. თითქმის ყველა ტექნიკური მახასიათებელი მოთხოვნილზე ბევრად უკეთესია. რომ არ ყოფილიყო ტენდერში მსგავსი ჩანაწერი რომ უკეთესის შეთავაზება შეგვიძლია ჩვენც ძველ აპარატს შევთავაზებდით როგორც ეს გააკეთა სხვა ჩვენზე მაღალი ფასით ტენდერში შემოსულმა პრეტენდენტმა. ჩვენი კომპანიის მიერ შემოთავაზებული აპარატი უფრო ახალია და მეტად დაბალ ფასად გვაქვს შეთავაზზებული ვიდრე მომდევნო პრეტენდენტის. ჩვენს მიერ შემოთავაზებული საქონელი კი სრულად შეესაბამება სატენდერო მოთხოვნებს” , – აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიისთვის გაურკვეველია, რატომ მიანიჭა ჰოსპიტალმა უპირატესობა სხვა კომპანიას.

ტენდერის მიხედვით, ჰოსპიტალი ხელოვნური სუნთქვის 2 აპარატს შეისყიდის, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 61 740 ლარია.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2019 წლიდან.