ახალი ამბები

გორის მერიის მოთხოვნით შპს “შარა” 1 000 ლარით დაჯარიმდა

გორის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნით, გორის ყოფილ მაჟორიტართან იოსებ მაკრახიძესთან დაკავშირებული კომპანია “შარა” სასამართლომ 1 000 ლარით დააჯარიმა.

მერია კომპანიას ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 55  მუხლის მეორე ნაწილის დარღვევას ედავებოდა, რაც გულისხმობს სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავებას ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობას.

სასამართლომ სრულად გაიზიარა მერიის მოთხოვნა და “შარა” აღნიშნული მუხლის დარღვევისთვის 1 000 ლარით დააჯარიმა.

როგორც ცნობილია, აღნიშნული კომპანიის ერთ-ერთი მეწილე იოსებ მაკრახიძის შვილი ოფელია მაკრახიძეა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი 2022 წლიდან. 2019-2021 წლებში კი, მუშაობდა ჟურნალისტად.