ახალი ამბები

DRI: გორში, დევნილთა ჩასახლებებს შორის, ყველაზე რთული მდგომარეობა საქაშეთშია

შიდა ქართლის დევნილთა ჩასახლებებს შორის, ყველაზე რთული მდგომარეობა საქაშეთიშია,- ასე აფასებს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი კომპაქტურად დასახლებულ ადგილებში მცხოვრები მოქალაქეების მდგომარეობის შესწავლისას. ორგანიზაციის ინფორმაციით, დევნილები აქ ყველაზე მეტად იმაზე წუხან, რომ მათთვის განაწილებული და სარგებლობაში
მქონე სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები, დაპირების მიუხედავად, საკუთრებაში ჯერ არ გადასცემიათ.

“დასალება ახალგაზრდებისგან დაცლილია. იმის გამო, რომ საქაშეთი მუნიციპალური ცენტრისგან დაშორებულია და მუნიციპალური ტრანსპორტი არ ემსახურება, ყველაზე მწვავე პრობლემა უმუშევრობაა. დევნილთა დასახლების მაცხოვრებლების სამუშაო სეზონურია და ძირითადად საქაშეთში ფიზიკურ შრომას გულისხმობს. გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემები ართულებს სამედიცინო სერვისებზე, მედიკამენტებზე, განათლებაზე და საგანმანათლებლო დაწესებულებებზე ხელმისაწვდომობას,”-წერია DRI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთის დევნილთა დასახლებაში, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დევნილი 85 ოჯახი ცხოვრობს, არც ამბულატორიაა და არც აფთიაქი.

.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ნინო ჩიბჩიური

ნინო ჩიბჩიური არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.