ანალიტიკა / გამოძიება

გორის მერიის ა(ა)იპ-ების რეორგანიზაცია, როგორც საარჩევნო პროგრამის ნაწილი – შეხვედრა “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატთან

რადიო “მოზაიკა” გორის მუნიციპალური ა(ა)იპ-ების რეორგანიზაციის საჭიროებაზე სასაუბროდ “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატს, ლადო ხინჩეგაშვილს შეხვდა.

“მოზაიკას” წარმომადგენლებმა ხინჩეგაშვილს ის პრობლემები გააცნეს, რომლებიც გორის მუნიციპალურ ა(ა)-ებში არსებობს და ამ ხარვეზების გამოსწორების გზებზე ესაუბრნენ.

გვანცა დოლუაშვილი, “მოზაიკას” დირექტორი

სამუშაო ჯგუფმა, რომლის წევრები გორში მომუშავე 10-მდე ორგანიზაციის წარმომადგენლები არიან, პრაქტიკულად დაასრულა დოკუმენტზე მუშაობა, რომლის აღსრულებამაც ა(ა)იპების ეფექტიანი მართვა და თანხების დაზოგვა უნდა მოუტანოს მუნიციპალიტეტს. ჩვენ სწორედ ამ დოკუმენტის ძირითადი მიზნები და ამოცანები გავაცანით “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატს.

შეხვედრაზე ლადო ხინჩეგაშილმა აღნიშნა, რომ მისი გუნდი ვითარების შესწავლის ეტაპზეა და ა(ა)იპებ-თან დაკავშრებით საკუთარ ხედვას უახლოეს მომავალში გაასაჯაროებს.

ლადო ხინჩეგაშვილი, მერობის კანდიდატი

ამ ეტაპზე ვცდილობთ დეტალურად გავეცნოთ არსებულ მდგომარეობას, ძალიან მალე საბოლოო სურათი გვექნება, რის შემდეგაც დავიწყებთ მუშაობას და ვფიქრობ მაქსიმუმ 2 კვირაში უკვე სამოქმედო გეგმის პირველადი ვარიანტი მზად გვექნება. ცალსახაა, რომ აიპების საქმიანობა ბევრად უფრო ეფექტური შეიძლება იყოს. კარგი მენეჯერის მთავარი ამოცანა არსებული რესურსის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენებაა. ამიტომ ვეცდები თითოეული ა(ა)იპ-ის საქმიანობაში მაქსიმალურად ჩავიხედო და თითოეული დასაქმებულის რესურსი ავითვისოთ.

შეგახსენებთ, რომ გორის სათემო რადიო “მოზაიკა” აღნიშნულ აქტივობებს ევროპის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “ადვოკატირების კამპანია გორის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ-ების რეორგანიზაცისაათვის” ფარგლებში ახორციელებს. პროექტის პირველ ეტაპზე რადიო “მოზაიკამ” 6 ჟურნალისტური გამოძიება მოამზადა. მეორე ეტაპი კი, ითვალისწინებს ა(ა)იპ-ებში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის საჭირო აქტივობების განსაზღვრას და შესაბამისი სტრატეგიული ხედვის დოკუმენტის შექმნას.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

გორის სათემო რადიო "მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.