ახალი ამბები

რა რეგულაციები უნდა დავიცვათ სპორტული ღონისძიებების დროს 

საკოორდინაციო საბჭომ სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველა მონაწილე უნდა იყოს ან აცრილი, ან უნდა ჰქონდეს 72 – საათიანი PCR ტესტი ჩატარებული.

“მიღებულია გადაწყვეტილება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებების ჩატარების შესახებ, ოღონდ შეჯიბრები ჩატარდება მაყურებლის გარეშე, მაგრამ ყველა მონაწილე უნდა იყოს ან აცრილი, ან უნდა ჰქონდეს 72 საათიანი PCR ტესტი ან 24 სთ-ის მანძილზე მოქმედი ანტიგენის ტესტი”,-განაცხადა ღიბრაძემ.

გორის სპორტის სააგენტოს დირექტორი გიორგი პურიჭამიაშვილი ამბობს, რომ თუკი სპორტული ღონისძიებები აღდგება ადგილობრივი სპორტსმენები და სპორტული სკოლები იმ რეგულაციებს და მოთხოვნებს გაითვალისწინებენ, რასაც საკოორდინაციო საბჭო დაუწესებთ.

რადიო “მოზაიკა” დაინტერესდა სპორტული ღონისძიებების აღდგენის შემდეგ დაიწყებს თუ არა ფუნქციონირებას გორის სპორტული კომპლექსი, რომელიც სპორტის სააგენტოს დაქვემდებარებაშია, პურიჭამიაშვილმა ამ საკითხზე თქვა, რომ ზუსტ ინფორმაციას არ ფლობს.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.