ახალი ამბები

ბაღის მასწავლებლები პოლონეთში ინკლუზიური განათლების მიმართულებით გადამზადდნენ

გორის მუნიციპალიტეტიდან, კონკურსის წესით შერჩეულმა პედაგოგებმა, პოლონეთში, ინკლუზიური განათლების მიმართულებით თეორიული და პრაქტიკული კურსი გაიარეს. 

დელეგაცია ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა ქალაქ ოჟიშში, სადაც პოლონელი ექსპერტების მონაწილეობით, 40 საათიანი სპეციალური საგანმანათლებლო ტრენინგი ჩაუტარდათ.

“თამარ ლურსმანაშვილს, ნათია ტორონჯაძეს, ლანა ვაიცეხოვსკის, ნინო ბექაურს და ქეთევან ჩიტაძეს გადაეცათ სერთიფიკატები, რომელიც გასცა პოლონეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ. გარდა თეორიული კურსისა, გორელ პედაგოგებს საშუალება ჰქონდათ, საბავშვო ბაღებში დაკვირვებოდნენ და ჩართულიყვნენ საგანმანათლებლო პროცესში, თუ როგორ მუშაობენ პოლონელი კოლეგები სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან. წავლობენ, მათ შორის აუტისტური სპექტრის, დაუნისა და ასპერგერის სინდრომის მქონე აღსაზრდელები”, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საჯარო ლექცია საქართველოს შესახებ. სტუმრები ასევე მიიწვიეს რადიო გადაცემაში გორისა და ოჟიშის თანამშრომლობის თემაზე სასაუბროდ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.