ახალი ამბები

„გორმედის” ქსელის კოვიდკლინიკებში 60-მდე ადგილია თავისუფალი



“გორმედის” ქსელის კოვიდკლინიკებში ჯამში 60-მდე თავისუფალი ადგილია. ამის შესახებ, ქსელის კლინიკურმა დირექტორმა ხათუნა შრუბმა განაცხადა.

მისივე თქმით, ვაქცინაციის მზარდი სტატისტიკის პარალელურად, მცირდება ინფიცირების მაჩვენებელიც.

,,ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი შედარებით დასტაბილურდა და შემცირდა სტაციონარიზაციის რიცხვი, შესაბამისად, ჩვენი ქსელის მასშტაბით მოქმედი კოვიდკლინიკების სტაციონარებშიც შემცირდა მომართვიანობა და თავისუფალი ადგილები არის. ეს ყველაფერი უკავშირდება იმ ფაქტს, რომ გაზრდილია ვაქცინაციის წილი, პირდაპირ შეიძლება იმის თქმა, რომ ვაქცინაციის მზარდი სტატისტიკის პარალელურად, მცირდება ინფიცირების მაჩვენებელი” , – აცხადებს შრუბი.

მისივე თქმით, “გორმედში” ქვეყანაში არსებული ყველა ხელმისაწვდომი ვაქცინით აცრაა შესაძლებელი.

დატოვეთ კომენტარი