ახალი ამბები

გორში, პრიორიტეტების ჩამონათვალს ეკონომიკის განვითარება ემატება

2022 წლიდან საბიუჯეტო თანხები გორის მუნიციპალიტეტში ეკონომიკის განვითარებისთვისაც დაიხარჯება. 2022-2025 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის პირველადი ვერსიის საჯარო განხილვა ონლაინ რეჟიმში გაიმართა. შეხვედრიდან გაირკვა, რომ ამ დრომე არსებულ 6 პრიორიტეტს მომავალი წლიდან კიდევ ერთი მათგანი დაემატება, რომლის საფუძველი გორის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის განმარტებით მუნიციპალური ტრანსპორტის არსებობა გახდა.

“2022 წლიდან ემატება ეკონომიკის პრიორიტეტი. რადგან მუნიციპალური ტრანსპორტი უკვე გვაქვს, გამოვიტანეთ ცალკე. აქ იგულისხმება მუნიციპალური განვითარების სააგენტო და ტრანსპორტის სააგენტო”, – ამბობს დალი ტლაშაძე.

2022 წლისთვის ეკონომიკის განვითარებისთვის გორის მუნიციპალიტეტში 2 მლნ 865 ათასი ლარია გათვალისწინებული.

2022 წლისთვის გორის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების ჩამონათვალი და პირველადი ვერსიით გათვალისწინებული თანხები:

თანხა ათას ლარებში

პრიორიტეტის  კოდიდასახელება 2022  წლის
პროექტი
გადასახდელები სულ50 924,5
  01 00მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები10 284,4
  02 00ინფრასტრუქტურის განვითარება17 119,1
  03 00დასუფთავება და გარემოს დაცვა3 040,0
  04 00განათლება8 650,0
  05 00კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი5 907,6
  06 00ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა3 058,4
  07 00ეკონომიკის განვითარება2 865,0

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ნინო ჩიბჩიური

ნინო ჩიბჩიური არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.