ახალი ამბები

ლია ჩლაჩიძე: საკრებულოში ჩემი თავი ამოვწურე, სხვა სფეროთი ვარ დაინტერესებული

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალ შემადგენლობაში ლია ჩლაჩიძე აღარ იქნება. “ქართული ოცნების” პროპორციულ სიაში მისი სახელი და გვარი არ ფიქსირდება. რადიო “მოზაიკასთან” საუბარში ამბობს, რომ საქმიანობის გაგრძელებას სხვა სფეროში აპირებს, თუმცა სურვილი აქვს, რომ იდეები, რომელთა ინიცირებასაც ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოში გეგმავდა, განუხორციელებლი არ დარჩეს.

“ჩემი ცხოვრების აზრი კონფლიქტებია, ამ მიმართულებით მინდა მუშაობის გაგრძელება. საკრებულოში ჩეი თავი ამოვწურე, არც თვითონ მოუწევთ თავი, თან ჯანმრთელობის მდგომარეობაც დაერთო. ძალიან მინდოდა ქალაქს ჰქონოდა საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, ჰქონოდა თანამედროვე მედიათეკა ანუ საჯარო ბიბლიოთეკა, იმედია ეს იდეები განუხორციელებელი არ დარჩება”, – ამბობს ლია ჩლაჩიძე.

ინფორმაციისთვის, ლია ჩლაჩიძე მეორე მოწვევის საკრებულოს წევრია, ხელმძღვანელობდა ფრაქციას ,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“. ამჟამად, სამანდატო, საპროცედური საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარეა.

ის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრიცაა და  მისი მუშაობის მთავარი მიმართულებები საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების ხელსეწყობა,  ქალთა პრობლემების და საჭიროებების მოგვარებაზე ორიენტირებული საკითხების წინ წამოწევა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა წარმოადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ნინო ჩიბჩიური

ნინო ჩიბჩიური არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.