ახალი ამბები

ხინჩეგაშვილის მერობის კანდიდატად წარდგენა 14 სექტემბერს გაიმართება

“ქართული ოცნების” გორის მერობის კანდიდატად ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ოფიციალურად წარდგენა 14 სექტემბერს, 17:00 საათზე გაიმართება.

არსებული ინფორმაციით, ღონისძიება გორის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება და მას დაესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა. ხინჩეგაშვილს სწორედ ისინი წარადგენენ.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატად ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ ივლისის ბოლოს დაასახელა, თუმცა მისი ოფიციალური წარდგენა გორში ამ დრომდე არ გამართულა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2019 წლიდან.