ახალი ამბები

გორის მე-10 სკოლაში მოსწავლეები ციფრულ ტექნოლოგიებს შეისწავლიან



გორის მე-10 საჯარო ფუნქციონირებას იწყებს კლუბი ,,ჩხირკედელა“, სადაც მოსწავლეები გაეცნობიან და შეისწავლიან თანამედროვე ციფრულ ტექნოლოგიებს, კომპიუტერული პროგრამირების საფუძვლებს.

კლუბს საკომუნიკაციო ტექნოლოგიების წამყვანი პედაგოგი თამარ ჯოლბორდი უხელმძღვანელებს.

“მიღებული ცოდნით, საკუთარი ხელით შექმნიან პროგრამულად მართვად მოდელებს, მათივე შექმნილი მოდელებით განახორციელებენ პროექტებს ცხოვრებისეული პრობლემების მოგვარების მიზნით”, – ამბობს სკოლის ადმინისტარია

კლუბი ფუნქციონირებას 16 სექტემბრიდან დაიწყებს.

დატოვეთ კომენტარი