ახალი ამბები

ქაცარავას ინფორმაციით, კირბალიდან მწყემსი გაიტაცეს

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენლის დავით ქაცარავს ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალიდან, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მწყემსი გაიტაცეს.

“კირბალიდან ახლახანს, დაახლოებით 1 საათის წინ, რუსორკებმა ადგილობრივი მწყემსი, ზურაბ დოთიაშვილი გაიტაცეს. გატაცება ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიიდან მოხდა” , – აღნიშნულ ინფორმაციას ქაცარავა სოციალულრ ქსელში აქვეყნებს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2019 წლიდან.