ახალი ამბები

ყელქცეულის საჯარო სკოლის დირექტორი შემოქმედებით ქალთა ჯილდოს მფლობელია

“შემოქმედ ქალთა დაჯილდოება 2021-ზე” გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლის დირექტორმა გაიმარჯვა. მარინა ტაბატაძეს ჯილდო გლობალური ტრენერების აკადემიისგან გადაეცა. კონკურსში 15-ზე მეტი ქვეყნის 150-ზე მეტი ქალი მონაწილეობდა.

საქართველოდან ფინალში 12 მონაწილე გადავიდა, რომლებმაც ექვსი თვის მანძილზე 5 ტური გაიარეს. გორიდან გამარჯვებული და ოქროს მედლის მფლობელ გახდა ყელქცეულის საჯარო სკოლის მათემატიკის უფროსი მასწავლებელი და სკოლის ხელმძღვანელი მარინე ტაბატაძე”, – აღნიშნეს ორგანიზატორებმა.

დატოვეთ კომენტარი