ახალი ამბები

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებმა ამომრჩევლებმა კანდიდატთა ვინაობა არ იციან

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ამომრჩევლების ნაწილმა არ იცის, რომელი კანდიდატები მონაწილეობენ 2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში. როგორც რადიო “მოზაიკას” მერეთის თემში უთხრეს, წინასაარჩევნო პერიოდში მათ სოფელში არცერთი პარტიის წარმომადგენელი კანდიდატი არ უნახავთ და შესაბამისად, არც მათი შეხედულებები და დაპირებები მოუსმენიათ. ზოგიერთი მათგანი ისევ ნიჰილისტურადაა განწყობილი და არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს.

ჩვენთან არავინ მოსულა ამ დრომდე თორემ გავიგებდით. არც ვიცით ჩვენი თემიდან ვინ იყრის კენჭს. მერობის კანდიდატებზე რამდენჯერმე ტელევიზიიდან გავიგეთ, მაგრამ ზუსტად გვარები არც კი ვიცით. ისეთ დღეშია აქ ხალხი, არჩევნებზე ზოგი არც მიდის. არ სჯერათ რომ რამე შეიცვლება“, – ამბობოენ მერეთის თემში.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ნინო ჩიბჩიური

ნინო ჩიბჩიური არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.