ანალიტიკა / გამოძიება

კეთილმოწყობის სააგენტომ “გაზ იმპექსისგან” 4 წელში 226 832 ლარის საწვავი შეიძინა

გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტომ წლევანდელი ბიუჯეტიდან 21 930 ლარი საწვავის შესაძენად გაითვალისწინა. მიმწოდეებლი კომპანია უცვლელია, ბოლო 4 წლის განმავლობაში მუნიციპალურ ა(ა)იპ-ს ამ მომსახურებას შპს გაზ იმპექსი უწევს. სწორედ ამ კომპანიის ანგარიშზე ირიცხება თანხები ბიუჯეტიდან 2018 წლიდან დღემდე, რომლის ოდენობა ყოველთვის 5000 ლარს სცდება.

2018 წელს კეთილმოწყობის სააგენტომ ამ კომპანიასთან 3 ხელშეკრულება გააფორმა, მარტში 44 588 ლარის, ნოემბერში 5 560 ლარის და დეკემბერში 34 249 ლარის. პირველი ორის მოქმედების ვადა 2019 წლის თებერვლამდე განისაზღვრა, ბოლოს გაფორმებულის კი 31 აგვისტოს ჩათვლით.

2019 წელს შპს გაზ იმპექსმა გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოსგან 56 838 ლარი მიიღო, აქედან 27 358 ლარი ივნისში, 294 80 ლარი კი დეკემბერში. ერთის ვადა 2020 წლის 1 თებერვალს ამოიწურა, მეორისა კი 2020 წლის სექტემბერში.

2 ხელშეკრულება გააფორმა იმვე კომპანიასთან აღნიშნულმა ა(ა)იპ-მ 2020 წელსაც, ივნისსა და დეკემბერში. პირველ ეტაპზე საწვავისთვის 34 867, მეორე შემთხვევაში კი 28  800 ლარი გაიღო.

ხელშეკრულებებს ვადა 1 თებერვალსა და 1 სექტემბერს გაუვიდა. მიმდინარე ხელშეკრულება კი რომლის ვადა 2021 წლის 21 ივნისიდან 2022 წლის თებერვალს მოიცავს  21 930 ლარითაა წარმოდგენილი.

ჯამში გორის მუნნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტომ ბოლო 4 წელში 226 832 ლარის საწვავი ერთიდაიმავე კომპანიისგან შეიძინა.

გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)პ კეთილმოწყობის სააგენტოს მიერ გადარიცხული თანხები საწვავის შესაძენად, 2018-2021 წლებში:

როგორც ირკვევა, გორის მუნნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტომ ბოლო 4 წელში 226 832 ლარის საწვავი ერთი და იმავე კომპანიისგან შეიძინა. 2018 წლიდან დღემდე მუნიციპალურ ორგანიზაციამ 8 ხელშეკრულება შპს გაზ იმპექსთან გააფორმა. ეს კომპანია კეთილმოწყობის სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მუდმივად გამარჯვებულის სტატუსს ინარჩუნებს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ნინო ჩიბჩიური

ნინო ჩიბჩიური არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.